четверг, 6 апреля 2017 г.

პროექტის აღწერა

1.პროექტის სახელწოდება: ტოლერანტობა


2.პროექტის მთავარი იდეა:რა არის ტოლერანტობა? ცნების არსი და მნიშვნელობა

რისთვის გვჭირდება ტოლერანტობა? რატომ უნდა ვიყოთ ტოლერანტულები?

3.პროექტის აქტუალობა:გვხვდება ისეთი შემთხვევები, როდესაც ერთ სკოლაში ან ერთ კლასში სწავლობენ სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის მოსწავლეები.მათ შორის დაპირისპირება სისტემატიურ ხასიათს ღებულობს ხოლმე.ასეთი შემთხვევების აღკვეთის გზად შეიძლება ვიგულისხმოთ აღნიშნული პროექტი.

4.პროექტის მიზნები:ბავშვებმა უნდა ისწავლონ განსხვავებული ეროვნებისა და აღმსარებლობის მქონე ადამიანების პატივისცემა, უფრო ღრმად გაეცნონ მათ კულტურასა და ტრადიციებს, ისწავლონ დამოუკიდებლად საკითხის კვლევა,ინფორმაციის დიფერენცირება,დასკვნების გაკეტება.
5.მონაწილეთა ასაკი:13-14 წლის
6.ვადები/ხანგრძლივობა:ერთი თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:



პროექტის ფარგლებში შეიძლება დაიგეგმოს დამეგობრებული სკოლის მოსწავლეებთან ერთობლივი ღონისძიება /კონცერტი,კვლევის შედეგები შეიძლება შეჯამდეს პრეზენტაციის სახით,ჩატარდეს კონკურსი ესეს წერაში,მოცემულ თემაზე.

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ინტერნეტ წყაროები,ფოტო მასალა,დამეგობრებული სკოლა,სადაც სწავლობენ ეროვნული უმცირესობები

9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად,საკვლევი მასალა თანაბრად გადანაწილდება მათ შორის: იმუშავებენ ცნება ტოლერანტობის თეორიულ საფუძვლებზე, გამოიკვლევენ საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების შესახებ ინფორმაციას,მათ კულტურას ტრადიციებს, თუ როგორ ახერხებენ საქართველოში თავიანთი ტრადიციების შენარჩუნებას,ხომ არ განიცადა ამ ტრადიციებმა გარკვეული ცვლილება ან რღვევა ქართული კულტურის ზეგავლენით,ხომ არ იზღუდება მათი უფლებები. ასევე დაამყარებენ ცოცხალ კონტაქტს ერთერთ სკოლასთან და გაესაუბრებიან თავიანთ თანატოლებს (ეროვნულ უმცირესობებისგან შემდგარ სკოლას ვგულისხმობ) მასწავლებელი ეხმარება ბავშვებს სკოლის შერჩევაში,ათანხმებს სკოლის ადმინისტრაციასთან ვიზიტებსა და სამუშაო განრიგ.აგრეთვე დაეხმარება ანონიმური კითხვარების შედგენაში, რომელსაც შეავსებენ პარტნიორი სკოლის მოსწავლეები.კითხვარების პასუხები დაჯამდება დიაგრამის სახით.კვლევის პროცესში მოხდება ჯგუფებს შორის ინფორმაციის გაცვლა,მათი კოორდინირებული მუშაობის მიზნით.
პროექტის დასკვნით ფაზაზე ჩატარდება დამეგობრებული სკოლის მოსწავლეებთან ერთობლივი ღონისძიება /კონცერტი,კვლევის შედეგები შეჯამდება პრეზენტაციის სახით,მოცემულ თემაზე ჩატარდება კონკურსი ესეს წერაში.საბოლოო პროექტი შეფასდება რუბრიკით
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი:
ისტორია/სამოქალაქო განათლება
უცხ.დ.III.12. მოსწავლე ეუძლია ინფორმაციამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიურ სოციოკულტურული გარემოს ერთმანეთთან შედარება.


უცხ.დ.III.15. მოსწავლეს
შეუძლია თანაკლასელებთან,
მასწავლებელთან


თანამშრომლობა
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ნინო ხარებავა
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:ninokharebava3@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი :projektnino51.blogspot.com











Комментариев нет:

Отправить комментарий